გიორგი გახარია: ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენი საჯაროდ გაცხადებული მიზნისგან დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით

დღეს, როგორც არასდროს, დგას ერთიანი დასავლური ალიანსის აუცილებლობის საკითხი, რომელიც მოიცავს აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს და ევროპის ქვეყნებს და დადგება თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე. ამ კონტექსტში ნატომ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი უნდა შეასრულოს. ევროპის თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ბრექსიტის შემდგომი ბრიტანეთი, მისი როლი და ვალდებულებები, – ბრიტანული გამოცემა “დეილი ტელეგრაფი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სტატიას, სახელწოდებით “ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება” აქვეყნებს.

გიორგი გახარიას თქმით, ბრიტანელი ექსპერტების ფასდაუდებელი დახმარების წყალობით, საქართველოში დღეს მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე.

იგი ფასდაუდებელს უწოდებს ოფიციალური ლონდონის მხარდაჭერას როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან ელემენტს, რუსული აგრესიისგან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ფართო შავი ზღვის რეგიონის დაცვაში.

“მოსკოვი ამჟამად მთელ რეგიონში იყენებს სხვადასხვა ჰიბრიდულ ინსტრუმენტს და ტაქტიკას. მიზანი მარტივია: ამ ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გავლენის მოპოვება, დასავლეთთან მათი დაახლოების შეჩერება და რუსეთთან მიმართებაში დაუცველობის გრძნობის გაღვივება. ამ მიზნით, რუსეთი იყენებს სამხედრო ძალას, კიბერსივრცეს, საინფორმაციო ომს, თავსმოხვეულ დიპლომატიას, ტერიტორიული კონფლიქტებით მანიპულაციას, ენერგეტიკული სისუსტეების ბოროტად გამოყენებას, ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებას და ბევრ სხვა ჰიბრიდულ ტაქტიკას. საქართველოს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა, წინ აღუდგეს ამ აგრესიას.

ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენი საჯაროდ გაცხადებული მიზნისგან დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით. ეს გამოწვევები ახლახან იყო განხილული საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში. ორივე ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება, წინ აღუდგეს ამ აგრესიას და უზრუნველყოს შავი ზღვის უსაფრთხოება. ეს კი მოიცავს პროაქტიულ ჩართულობას – მაგალითად, რეგიონის პორტებში სამეფო ფლოტის ხომალდების ხშირ ვიზიტებს. დღეს ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, ფიზიკურად. ბრიტანეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არანაკლებ ყურადღებას უთმობს კიბერუსაფრთხოებას. საქართველოს ინფრასტრუქტურა რეგულარულად ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეტევების სამიზნე.

ბოლო ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1 სექტემბერს, როცა სამიზნედ იქცნენ ჩვენი ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტები. საქართველო ამ ომის წინა ხაზზეა. რა თქმა უნდა, მსგავსი შეტევები გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის და COVID-ის ვაქცინაზე მომუშავე ინსტიტუტების წინააღმდეგაც ხორციელდება. ბრიტანელი ექსპერტების ფასდაუდებელი დახმარების წყალობით, საქართველოში დღეს მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე. ოფიციალური ლონდონის მხარდაჭერა ფასდაუდებელია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი მიმდინარე რუსული აგრესიისგან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ფართო შავი ზღვის რეგიონის დაცვაში“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად