გიორგი გახარია: ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა შემოჭრები

“ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა მსგავსი შემოჭრები. საცხოვრებელ სივრცეში, ჩემი მშობლების, მოხუცებული მშობლების.”-ამის შესახებ, პრემიერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” ყველა ის შემთხვევა, როდესას ფიქსირდება სამართლებლრივად დანაშაული, არანაირი მნიშნვლეობა არ უნდა ჰქონდეს ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს და იმოქმედებს კიდეც, დარწმუნებული ვარ მოქმედებს. თქვენ უკვე კითხვას სვამთ და ამ კითხვაზე გპასუხობთ.

ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა მსგავსი შემოჭრები. საცხოვრებელ სივრცეში, ჩემი მშობლების, მოხუცებული მშობლების…არასოდეს აზრადაც არ მომსვლია გამეკეთებინა განცხადება რომ ეს ოპოზიციის მხრიდან იყო ორგანიზებული. ეს არის გამოძიების საქმე”-ამბობს გახარია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კვების ობიექტზე სადაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ვახშმობდა, აქციის მონაწილეები მივიდნენ. შემდეგ კი “ევროპული საქართველოს” ოფისთან გადაინაცვლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად