გიორგი გახარია ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიუსელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატო-ს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

დღეს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა და ამ წუთებში ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შედიან.

გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს 30 სექტემბერს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად