გიორგი გახარია: ბათუმში მომხდარი ნგრევა სრულიად საქართველოს ტრაგედიაა – მადლობა მაშველებს, თქვენ საქართველოს იმედი ხართ!

პარტი “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ბათუმში მომხდარი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“ეს თითოეული ჩვენგანის, სრულიად საქართველოს ტრაგედიაა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების ტკივილს.
მადლობა ჩვენს მაშველებს, თქვენ საქართველოს იმედი ხართ!” – წერს გიორგო გახარია.

უკვე 23 საათზე მეტია ქართველი მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. უკვე ამოიყვანეს 2 ცოცხალი და 5 გარდაცვლილი ადამიანი. ამ დრომდე კიდე 3 ადამიანს ეძებენ.

ცნობისთვის, ბათუმში გუშინ დაახლოებით 11:45 საათზე მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩის კვეთაზე 3 სადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ნგრევის ფაქტზე  3 პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები
იტვირთება...