გიორგი გახარია ბათუმში განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია ბათუმში განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებას პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრი კონსტანტინე ანანიაშვილი, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე და ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების მიმართულების არსებულ პრობლემებს და სისტემის სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობას, რომლიც შედეგად:
მასწავლებლებისთვის შეიქმნება გარემო, სადაც ის იქნება თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, ასევე იქნება სათანადო ანაზღაურება ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის და ღირსეული მიდგომა დამსახურებული მასწავლებლების მიმართ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სასწავლო პროგრამებისა და გეგმის მოდიფიცირებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.მოსწავლისთვის ხარისხიანი ცოდნის მიცემა, რომელიც მას გახდის კონკურენტულს დასაქმების კუთხით.

კომენტარები
იტვირთება...