გიორგი გახარია: ათასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ, რომ 30 ოქტომბერს არცერთს არ მოვხაზავ

ათასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ, რომ 30 ოქტომბერს არცერთს არ მოვხაზავ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური ამბები” განაცხადა კითხვაზე, ვის მისცემს ხმას მეორე ტურში.

“ჩემს ღიად დაფიქსირებულ პოზიციას ექნება პოლიტიკური სპეკულირებების შესაძლებლობა, რასაც მე არ გავაკეთებ. რომელიმეს რომ არ მოვხაზავ, ამის გარანტიას გაძლევთ ათასპროცენტიანს. იცით რატომ? – ერთიც და მეორეც მომავლის არჩევანს უსპობს ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს. ორივემ პარტია ამჯობინა და პერსონალიები სახელმწიფოზე მაღლა დააყენა. როდესაც ერთპიროვნული მმართველობა იქნება ამხელა, ყოველთვის ასე დავამთავრებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...