გიორგი გახარია აშშ-ში სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გიორგი გახარიას და პარტია “საქართველოსთვის” მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ დღისწესრიგს, რომელიც საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის გასატარებელ რეფორმებს გულისხმობს.

გახარიამ სენატორთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს დღისწესრიგში უდგას, როგორც ადგილობრივ ისე რეგიონულ დონეზე.

კომენტარები
იტვირთება...