გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს.

„მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისა და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისთვის კიდევ უფრო მეტი დინამიურობის შესაძენად“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად