გიორგი გახარია: არავის გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება

“სრული პასუხისმგებლობკით ვაცხადებ, რომ შეკრების, მანიფესტაციების, ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი არ ემუქრება.”

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, არჩევნების შემდეგ კორონავირუსის პრევენციის მიზნით შესაძლებელია თუ არა, რომ შეიზღუდვა დაწესდეს კონკრეტულად შეკრებებსა და  მანიფესტაციებზე.

“სრული პასუხისმგებლობკით ვაცხადებ, რომ შეკრების, მანიფესტაციების, ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი არ ემუქრება, მაგრამ შეიძლება, მაგალითად ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება როგორც დახურულ შენობაში, ასევე გარეთ. მოგეხსენებათ, დღეს სავალდებულო არის მხოლოდ დახურულ შენობაში, ხოლო რაც შეეხება ღია სივრცეში, არის მკაცრი რეკომენდაცია. ამიტომ, ყველას შეეძლება მოაწყოს რამდენიც უნდა, იმდენი მიტინგი, ოღონდ კანონის სრული დაცვით და შეიძლება პირბადით. ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭორდება, რაც ერთ და ორ დღეში ვერ გაკეთდება, ამიტომ არავის გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება”, – განცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად