გიორგი გახარია: არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს – შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება

“სხვადასხვა არხებით მოგვდის ფრთხილი იმპულსები ბიზნესის, ეკონომიკური აქტორების, რომ ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე, წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ, მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე მობილობა დავწიოთ, მსგავსი შეზღუდვები აღარ განმეორდება. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, მისი სისწრაფე და მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ პერიოდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად