გიორგი გახარია: არ მომწონს როდესაც პარლამენტში საქართველოს დეპუტატი მამაკაცი და მანდილოსანი ერთმანეთში ურთიერთობებს მუშტით არკვევენ

მე არ მომწონს ის ქაოსი რაც ხდება, არ მომწონს პარლამენტში ცემა-ტყეპა, არ მომწონს როდესაც პარლამენტში საქართველოს დეპუტატი მამაკაცი და მანდილოსანი ერთმანეთში ურთიერთობებს მუშტით არკვევენ და ერთმანეთს ფიზიკურად ეხებიან – არ მომწონს! – ამის შესახებ პარტია
“საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ ეს არც თქვენ არ მოგწონთ, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ და ამ ჭიდაობაში და ჭორაობაში და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ, მაშინ, როდესაც ბავშვები მისახედია, ჩვენი ხანდაზმულები მისახედია და სახელმწიფოა ასაშენებელი.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

კომენტარები
იტვირთება...