გიორგი გახარია ანა ბიბილაშვილს: არც თქვენს შორის არაა განსხვავება, ორივე მოღალატეს მეძახით

არც თქვენს შორის არაა განსხვავება, ორივე მოღალატეს მეძახით, – ასე უპასუხა “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ “ლელოს” კანდიდატს ანა ბიბილაშვილს.

“ეს არის ერთი ძალა, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა სერიოზული პრობლემა, რომელმაც უღალატა ადამიანებს. კითხვა მაქვს მათთან ასეთი, რა განსხვავებაა მათ შორის?” – მიმართა კითხვით ანა ბიბილაშვილმა კახა კალაძესა და გიორგი გახარიას.

ანა ბიბილაშვილს გიორგი გახარიამ ასეთი რეპლიკით უპასუხა:

“არც თქვენ შორის არაა განსხვავება, ორივე მოღალატეს მეძახით”.

კომენტარები
იტვირთება...