გიორგი გახარია: აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა გამოცდის პერიოდში პირბადე მოიხსნას

„აბიტურიენტს, რომელიც პირბადით აუცილებლად უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება დეზობარიერით უზრუნველყოფილი, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა ექნება, პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია დაცული იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და გრძელდება 25 ივლისამდე. საკითხი, რომელიც ადარდებს, როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს – დღეს დილით გვქონდა შესაბამისი თათბირი როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის, ასევე ეპიდემიოლოგების წარმოამდგენელებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.

გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს შეგვიძლია, გავახმოვანოთ, შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, შემდეგია: იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით აუცილებლად უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება დეზობარიერით უზრუნველყოფილი, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა ექნება, პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია დაცული იქნება.

რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვაც. ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან“,- განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად