გიორგი გახარია: 20 ივნისს ვერცერთი ეს ვაჟბატონი ვერ ვიპოვეთ პარლამენტში, სად იყვნენ დამალულები

20 ივნისს ვერცერთი ეს ვაჟბატონი ვერ ვიპოვეთ პარლამენტში, სად იყვნენ დამალულები, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“მე არაფერს გავაკეთებდი ისეთ, რომ პარტია, რომელსაც მე ვემსახურებოდი ბოლო 7 წლის განმავლობაში რამენაირად დამეზიანებინა. ახლა ვიღაცა გამოვა და დამდებს ბრალს, თურმე “ნაციონალებთან” რაღაცა კავშირი მაქვს. მე, ადამიანს, რომელმაც 20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე და არცერთი ეს ვაჟბატონი ვერც ვიპოვეთ პარლამენტში, სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცის”, – ამბობს გახარია.

კითხვაზე, “ოცნების” წევრებს გულისხმობს, პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა”. თუმცა, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასახელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...