გიორგი გაჩეჩილაძე: ვიცით, როგორ იბარებდნენ ხალხს, როგორ ართმევდნენ ქონებას როგორც ექცეოდნენ ბიზნესმენებს, კერძო მესაკუთრეებს

„უნდა მივესალმოთ იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოშია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ ხანდახან სხვადასხვა ქვეყნების 30 – 40 -იანი წლების გამოცდილება მახსენდება. მე ვსაუბრობ, ბოლშევიკურ და ფაშისტურ რეჟიმებზე და ა.შ. თუ ჩვენ შევხედავთ იმ ციფრებს, რომელიც ოფიციალურ მონაცემებში არსებობს, შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გაოცებულიც კი დარჩეს“.

ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ, სადაც ადამიანის უფლბათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე მსჯელობენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძემ გააცნო.

გიორგი გაჩეჩილაძეის თქმით, 2011 წელს დავოსის ფორუმზე გამოქვეყნდა კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური მოხსენება, სადაც კერძო საკუთრების დაცვის უფლების თვალსაზრისით საქართველო 140 ქვეყნიდან 134 ადგილზე იყო.

„ეს კატასტროფული მაჩვენებელი იყო. ჩვენ ვიცით, როგორ იბარებდნენ ხალხს, როგორ ართმევდნენ ქონებას როგორც ექცეოდნენ ბიზნესმენებს, კერძო მესაკუთრეებს, მაგრამ ასეთი სამარცხვინო ინდექსი ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო. არსებობს, ასევე გაეროს მოწყვლადობის მოხსენება საქართველოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ოჯახების 54%-ში ერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი მაინც იყო და მათგან 90%-მდე ვერ მიდიოდა ექიმთან იმიტომ, რომ გადახდის საშუალება არ ჰქონდა და ეს ადამიანები უბრალოდ იღუპებოდნენ“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურაში 54 ათასი განაცხადია შეტანილი უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით და ამ საკითხების მოგვარებას სისტემური მიდგომა სჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად