გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვაც დაიცავს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფოს შეთავაზებას დასთანხმდა. მას პირად დაცვასთან ერთად, სახელმწიფო დაცვაც დაიცავს.

ჟურნალისტმა ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის სახელმწიფო დაცვამაც დაიცვას. ამის შესახებ “მთავარმა” განაცხადა.

“გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვიდან გამოსულმა გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სახელწმიფომ დაცვა შესთავაზა.

“შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, ჯერ არ დავთანხმებულვარ, უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან. ვიცი რომ, ამაში ეჭვი არ მეპარება თუ ვინმეს შეიძლება ჩემი ლიკვიდაცია მოუნდეს, ეს შეიძლება მხოლოდ რუსეთიდან მოდიოდეს“ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად