გიორგი გაბუნიას პერფონმანსი სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელ-გვარებით

ტელეკომპანია “მთავარის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავისი ბლოგი, თბილისის მერის კახა კალაძის ახალ სლოგანს “სიცოცხლით სავსე სლოგანი” მიუძღვნა.

პერფონმანსის სახით  მან სკამებზე გაკრული წარწერები წარმოადგინა, მათ შორის იმ გახმაურებული მკვლელობის დროს მოკლული ადამიანების, რომელზეც არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილებები. მაგალითად, სტრასბურგის განაჩენი ირგვლიანის საქმეზე, პირდაპირ ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამდგარიყო სამართლიანი სასამართლოს შედეგი მომხდარ მკვლელობაზე.

ამავე განაჩენში სასამართლომ აღნიშნავს, რომ “ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.

“სასამართლო გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ,”– აცხადებს სტრასბურგის სასამართლო.

”ხელისუფლების მიერ ამგვარი შერჩევითი მიდგომა სასამართლოსთვის მიუღებელია, რადგანაც იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტური იყოს, მისი დასკვნები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის ღრმა, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს,” – ნათქვამია განაჩენში.

სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოძიების ჩატარებისას არ იყო გულწრფელი.

“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ – განაცხადა სასამართლომ.

თბილისის მერის კახა კალაძის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ნახეთ და მე ასეთი, უსიტყვო აქცია მივუძღვენი მას. აქ ყველა ერთად არის მიცვალებულები, რომელთა სპეკულირებით მოვიდა “ქართული ოცნება” სპეკულირებაში. – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, ეროსი კინწმარიშვილის გარდაცვალებაც, “ქართული ოცნების” ნამუსზეა.  ზურაბ ჟვანიას სახელ-გვარი კი იმიტომ არის, რომ ოცნების ვერსიით ის წინა ხელისუფლებამ მოკლა, რომელიც ვერაფრით ვერ დაამტკიცეს წლების განმავლობაში.

გიორგი გაბუნია: ცუდად ჟთერს, მაგრამ აქ არის ის გვამები, რომლითაც მოვიდა “ქართული ოცნება” ან ის გარდაცვლილები, რომელიც თავისი მმართველობის დროს ან ნამდვილად დაამატა, ან დიდი ეჭვია, რომ დაამატა” – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები
იტვირთება...