გიორგი გაბუნიას პასუხი გიორგი უშიკიშვილს: ცენტრის მნიშვნელოვანი მატერიალურ ტექნიკური ბაზა მოპარული და გატანილი იყო!

ამ “დაჩაგრული, ნიჭიერი მენეჯერის” წინაასარჩევნო გამოხტომები რომ თითქოს ვიღაც ფეოდალმა “ბრახ” და მოხსნა არის სრული სიცრუე და აფსურდი. მე პირადად ვფიქრობ, რომ მისი ბოლოდროინდელი სატელევიზიო თუ სოციალური გააქტიურება “ხელოვან ხალხზე გადაყოლილი” სააკაშვილის იმიჯის შექმნის უნიჭო მცდელობაა. პარტიული დავალებებით სტატუსების წერა ადვილად იკითხება.

ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია გიორგი უშიკიშვილს პასუხობს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„შენობა სადაც ცენტრია განთავსებული მხოლოდ ორი სართული იყო ჩვენს მფლობელობაში. პირველი სართული წამგებიანი და გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებებით იყო გაცემული, ხოლო დანარჩენი ნაწილი სარემონტო და გაუბედურებული.
ინვენტარიზაციის შემდეგ კი ასევე, გავარკვიეთ რომ ცენტრის მნიშვნელოვანი მატერიალურ ტექნიკური ბაზა მოპარული და გატანილია!“ – წერს გაბუნია.

პოსტში ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე დეტალურად იხსენებს, რომ გიორგი უშიკიშვილის მოხსნის საფუძველი აუდიტის დასკვნა გახდა და იმ ფინანსურ დარღვევებსაც იხსენებს, რის გამოც უშიკიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დღემდე გრძელდება. პოსტიდან ირკვევა, რომ ცენტრში სარემონტო სამუშაოები უშიკიშვილმა საკუთარ მამას დაუკვეთა და მასთან ერთი და იგივე მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტები რამდენჯერმე გააფორმა:

„მან თავისი შპს “ფოლკ რადიო” ყოველგვარი იჯარის ხელშეკრულების გარეშე, უნებართვოდ ყოველგვარი საბუთის გარეშე ისე რომ საიჯარო ქირას არ იხიდიდა განათავსა ცენტრის შენობაში, რადიოს ინვენტარი შეიძინა ცენტრის ბიუჯეტიდან, ხოლო როცა თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ეს ინვენტარი ხელს გააყოლა. (ეს ყველაფერი დასაბუთებულია შესაბამისი დოკუმენტებით). სწორედ ამის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ფინანსთა სამნისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში და საქმე დღემდე წარმოებაშია. ასევე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ცენტრში ჩატარებული რემონტო სამუშაოები, სადაც ორ -ორი და სამ-სამი მიღება-ჩაბარებებია გაკეთებული ერთიდაიგივე მომსახურებებზე სხვადასხვა თანხებით, მათ შორის მამამისსა და მას შორის )“, – წერს გიორგი გაბუნია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად