გიორგი გაბუნიას გამოკითხვა მისივე თხოვნით გადაიდო

ამის შესახებ “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში” განუცხადეს.

“ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოკითხვა გადაიდო მისივე თხოვნით” – განაცხადეს პროკურატურაში.

“მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანს გიორგი გაბუნიას, “რუსთავი2”-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს.

“სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია,” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად