გიორგი გაბუნია: “საღამო სიკვდილისა”- მგონი ასე უნდა დავიწყო გადაცემა ბოლოს დროს

“საღამო მშვიდობისა!” – როგორც წესი, ასე გესალმებით ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს, მგონი ასე უნდა დავიწყო გადაცემა “საღამო სიკვდილისა” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ თავის მონოლოგში.

“სატელევიზო გადაცემები არა მარტო ჩვენს არხზე, არამედ მთელს მედიასივრცეში კრიმინალურ ქრონიკას დაემსგავსა. ასე მოკლული, ისე დამხრჩვალი, ასეთი მსხვერპლი, გვამი, კუბო, სისხლი ცხედარი და ასე და ასე შემდეგ…

დღესაც ასე იქნება, სმწუხაროდ და ეს უკვე მართლა აუტანელია ჩემთვისაც და ალბათ თქვენთვისაც. ამდენი უსასრულო ლაპარაკი სულ სიკვდილზე…

უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, არა მარტო საქართვერლოში, ბევრად უარესიც ხდება, მაგრამ ასეთი ინტენსივობით კრიმინალის გაშუქება იმიტომ გვიწევს, რომ ხელისუფლების მიმართ მოსახლეობაში უნდობლობაა, ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ხელისუფლება სიმართლეს გამოიძიებს, უფრო მეტიც, როცა ჭირდება, ის შეგნებულად აყალბებს სიმართლეს და ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ ვნახეთ სხვადასხვა საქმეზე, დაწყებული თუნდაც ბოლო საქმით…” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად