გიორგი გაბუნია პროკურატურაშია დაბარებული, მისი გამოკითხვა 16:00 საათზეა დაგეგმილი

“მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანს გიორგი გაბუნიას, “რუსთავი2”-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს. გაბუნია საგამოძიებო უწყებაში, 16:00 საათისთვის უნდა გამოცხადდეს. 

“სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია,” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად