გიორგი გაბუნია: პრეზიდენტი მეცოდება… საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას გაწირავენ, ოღონდ რუსეთს არა

ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაცემა “რეაქციაში” საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც კადიროვის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.

გაბუნიამ გაიხსენა ხელისუფლების დამოკიდებულება მისი მისამართით, როდესაც ტელეთერში ვლადიმირ პუტინს აგინა.

“საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან ომების გამო ნამდვილად ტრავმირებულია და სახელმწიფოს იმ მომენტშიც უნდა ეჩვენებინა, რომ ჩვენ სახელმწიფო ვართ – საზიზღარმა, საძაგელმა გაბუნიამ ეს რა გააკეთა, მაგრამ ხალხო არ შეგეშინდეთ. ომის საფრთხე რომც ყოფილიყო პირიქით უნდა ეთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება, დაგიცავთ თქვენც და დავიცავთ საზიზღარ მოქალაქესაც და ვერავინ ვერ გაბედავს მას დაემუქროს. ანუ, მუქარის უფლებაც კი არ უნდა მიეცეთ. ამ დროს ხომ ნახეთ, რაც მოხდა?! მე ისეთებს ვამბობ ამ ხელისუფლებაზე, რომ მხარდაჭერის არანაირი სურვილი არ ჰქონდათ. სულ რომ არ ვადარდებდე მე, ისინი ჩემი ხელისუფლებაც არიან და მათი ღირსების საკითხია, რომ ვერ გაბედოს ვერავინ შენ მოქალაქეს დაემუქრონ.

კომიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილიც, მაგრამ ფაქტია პრეზიდენტია. ასეა კადიროვიც, ის არის მაღალი თანამდებობის პირი, არის რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი და ლამის ოფიციალური “ქილერია”. ეს ადამიანი ემუქრება შენს მოქალაქეს და ამ დროს შენ ამბობ, რომ მე პრეზიდენტი ვარ და არ მაქვს უფლება განცხადება გავაკეთო, იმიტომ რომ არ ვიცი, იყო თუ არა ჩართული რუსეთი. კი ბატონო ეს მესმის, მაგრამ კადიროვზე კომენტარს რომ არ აკეთებ, ეს კომიკურიც აღარ არის. დავიღალე, სულ ვიღაცის კრიტიკა მიწევს, მით უმეტეს ჩემი საუბრის ფორმიდან გამომდინარე, სარკაზმით და ირონიით. მაგრამ ახლა უნდა ვთქვა რასაც ვფიქრობ, მეცოდებიან. მეცოდება ეს პრეზიდენტი, როცა ვერ ბედავს, რომ თუნდაც თეორიულად მაინც თქვას, ეს რომ იყოს, არავის არ აქვს უფლება ჩვენს მოქალაქეს დაემუქრონო. არათუ რუსეთის და პუტინის არამაედ ჩეჩნეთის ლიდერის კადიროვის ხსენებასაც კი ვერ ბედავენ. საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას გაწირავენ, ოღონდ რუსეთს არა. რეალურად ისინი რუსეთის ხელისუფლებაა”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კადიროვის განცხადებებზე კომენტარებს არ გააკეთებს: “მე გავაკეთე განცხადება, რომ პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად