გიორგი გაბუნია: ეს საქმე ნიკა გვარამიას დაპატიმრების მცდელობაა

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მთავარი პროკურატურა დატოვა.

გიორგი გაბუნიას თქმით, მის მიერ მიცემული ჩვენება საქმეში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს.

“მომაწერინეს ხელი და პირველ რიგში  მითხრეს, რა შეკითხვებიც დავსვით არავითარ შემთხვევაში არ თქვაო.

ეს საქმე არის იმის მცდელობა, რომ “მთავარი არხის” დირექტორის დაპატიმრება მოხდეს, თუმცა. მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ეს არ გამოუვათ.

რომ გითხრათ, ჩემს მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ამ საქმეში რაიმე ცვლილება შეიტანოს, არა.  და მეორე, გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს “მთავარი არხისთვის” მუშაობაში ხელის შეშლაა”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია “რუსთავი 2”-ის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად