გიორგი გაბუნია: ჩემს შესაძლო ლიკვიდაციაზე ინფორმაცია ნიკა გვარამიასგან და დაცვისგან მქონდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 45 წუთიანი გამოკითხვის შემდეგ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მას, მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისგან, ნიკა გვარამიას და მისი დაცვისგან ჰქონდა.

“გამოკითხვაზე აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს მე ინფორმაცია რომელიც მაქვს. რომელიც მწირია. მე ინფორმაციის ორი წყარო მყავდა, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა ჩემს ლიკვიდაციას და სიცოცხლის ხელყოფის.
აქცენტი იყო იმაზე სამართალდამცველებისთვის ან სუსი-სთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია რაც მითხრა გვარამიამ, მაგრამ, არა! მე განუმარტე გამომძიებლებს და მოსამართლეს, რომ არც მქონია ამს მცდელობა. იმიტომ რომ პირველ რიგში მე ვენდობი ნიკა გვარამიას, რომელის მაწვდის მე ამ ინფორმაციას და ამიტომ, როდესაც მეუბნება რომ წყარო იყო სუსი და მეორე წყარო რომელიც მეუბნება ეს არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მე მითვალთვალებდნენ. დიდი ალბათობით დაიბარებენ ჩემ დაცვას დაკითხვაზე.
შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, ჯერ არ დავთანხმებულვარ, უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან.
ვიცი რომ, ამაში ეჭვი არ მეპარება თუ ვინმეს შეიძლება ჩემი ლიკვიდაცია მოუნდეს, ეს შეიძლება მხოლოდ რუსეთიდან მოდიოდეს“ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის, მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ამვე არხის ჟურნალისტი გიორი გაბუნია  ნიკა გვარამი და გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო დაბარებული. თუმცა, ორივე მათგანმა სასამართლოს წესით მოითხვა გამოკითხვა.

შეგახსენებთ,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბექ ბოკოვს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად