გიორგი გაბედავა: მოქალაქემ უგულავას საყვედური უთხრა, რაზეც ზონდერები “აკაჩავებდნენ”, მე მას სოლიდარობა გამოვუცხადე

ზუგდიდში სპეცოპერაციის პარალელურად მცირე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და “ქართული მარშის” აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

უგულავა ამბობს, რომ ამის მაპროვოცირებელი გიორგი გაბედავა იყო, გაბედავა კი აცხადებს, რომ იმის გამო, რომ ერთმა მოქალაქემ უგულავას საყვედური უთხრა, ამის გამო მას “აკაჩავებდნენ” უგულავას “ზონდერები”. თავად კი ამ მოქალაქეს სოლიდარობა გამოუცხადა.

“ერთ-ერთმა მოქალაქემ რაღაცა საყვედური უთხრა უგულავას იმ პერიოდზე, როდესაც აქ იყო გუბერნატორი, მაშინ რაღაცა წაურთმევია უგულავას. დაესივნენ უგულავას ზონდერები და “აკაჩავებდნენ”. სოლიდარობის მიზნით მივედი, რომ გაანებეთ ამ კაცს თავი-მეთქი და რა თქმა უნდა მერე პროვოკაცია მოყვა.

სხვათა შორის საინტერესო ინფორმაცია მაქვს ბანკიდან, რომ ირაკლი კვარაცხელია ახლოს არის ტერორისტთან და თანამშრომლობს. გამოძიებამ ეს არ უნდა იცოდეს აქამდე?!” – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად