გიორგი გაბაშვილი: სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს

"სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში“- ამის შესახებ პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილმა, ეკა კვესიტაძის გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და თუ სურვილი ექნება, უნდა ჩაერთოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

"რა თქმა უნდა, სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რა თქმა უნდა პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს მის მიმართ ,თუ მას სურვილი ექნება ის უნდა ჩაერთოს აქტიურად საქართველოსი პოლიტიკურ ცხოვრებაში ,მაგრამ 2016 წლის არჩევნების ბოლო თვეს მთელი აქცენტის გადატანა იმაზე , რომ ვიღაცა გადმოცურავს ზღვას იყო არასწორი"- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად