გიორგი გაბაშვილი პარტიიდან ოთხი ლიდერის წასვლას ივანიშვილის წნეხს უკავშირებს

გიორგი გაბაშვილი პარტიიდან ოთხი წევრის წასვლას ივანიშვილის წნეხს უკავშირებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძარობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა პარტიაში მისვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

"პირველ რიგში პარტიისთის ოფიციალური განცხადებით არც ერთს არ მოუმართავს, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ოთხი ჩვენი კოლეგა ზურა ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე აპირებენ პარტიის დატოვებას. ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ჩვენი პარტია სამი წლის განმავლობაში იმყოფება წნეხის ქვეშ მილიარდერი ოლიგარქის მხრიდან და ეს წნეხი სავარაუდოდ გაძლიერდება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგ-ზოგიერთი ჩვენგანი ამ წნეხის გამო იღებს ამ უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, კონსტიტუციური საარჩევნო გზით. ეს არის პარტია, რომელიც არის მთავრი ალტერნატივა ამ ხელისუფლების. ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ვთვლი, რომ ამ ძალიდან ამ ადამიანების გასვლა არის არასწორი,  მცდარი საქციელი",-განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

ამ წუთებში "ნაციონალური მოძარობის" სათაო ოფისთან პარტიის წევრები იკრიბებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ იგეგმება ბრიფინგის გამართავა, სადაც მომხდარის დეტალებზე ისაუბრებენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად