გიორგი დანელია მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

სსრკ-ს სახალხო არტისტი გიორგი დენიელია მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS რეჟისორის მეუღლე, გალინაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გიორგი ნიკოლაევიჩი საავადმყოფოში იმყოფება. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია “, – დასძინა გიორგი დანელიას მეუღლემ.

მანამდე,  მეხუთე არხი იუწყებოდა, რო 88 წლის კინორეჟისორი, გიორგი დანელია მოსკოვში ერთ-ერთ საავადმყოფოში  პნევმოთორაქსის ( პნევმოთორაქსი ვითარდება მაშინ, როდესაც ჰაერი შეაღწევს და დაგროვდება პლევრის ღრუში) დიაგნოზით გადაიყვანეს.

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. ქართველი და რუსი კინორეჟისორი სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა.

მისი ფილმი „მე დავდივარ მოსკოვში“ ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა.

დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), ქართველი პილოტის თავაგადასავლებზე მოსკოვში, და „შემოდგომის მარათონი“ (1980), თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორ-ცეცხლს შუაა მოქცეული.

გიორგი დანელიას  1990 წელს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...