გიორგი დანელია ხელოვნურ კომაში შეიყვანეს

კინორეჟისორი გიორგი დანელია ექიმებმა კომაში შეიყვანეს.

ამის შესახებ რეჟისორის მეუღლემ გალინა დანელიამ განაცხადა დღეს, 24 თებერვალს. მისი თქმით აჟამად ექიმები გამოკვლევებს ატარებენ და რეჟისორის მდგომარეობას აკვირდებიან.

გიორგი დანელია მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სუნთქვის გახშირების და ქოშინის გამო გადაიყვანეს.. ფიქრობდნენ, რომ მას პნევმოთორაქსი (ნეკნებისა და ფილტვების დაზიანების შედეგად პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვება) ჰქონდა განვითარებული, თუმცა შემდეგ ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად