გიორგი ჩიქოვანი: დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონა ვირუსს

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პრესსპიკერმა გიორგი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინსტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც იცით, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩვენ გადავედით განსხვავებულ რეჟიმზე. ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ გავრცელდება საქართველოს მაუწყებლის სიგნალის საშუალები და ყველა სატელევიზიო საშუალებას ექნება მიიღოს.
სამწუხაროდ ჩვენ გადავდივართ ვირუსი გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება ადამიანთა რიცხვი, ვინც არის დაინფიცირებული კორონა ვირუსით.
ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის რომ ეს შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად. მაგრამ, არსებული პრაქტიკა უჩვენებს რომ მოსალოდნელი საქართველოში დაავადებულ ადამიანთა რიცხვის ზრდა.
როგორც იცით უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის საჯაროდ აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვებ გვაქვს ასევე ის ფაქტები, რომ ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი მოქალაქეები, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისთვის და სხვებისთვის.
აუცილებელია დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდავს რომელი გამოქვეყნებულია და აუცილებლი თითოეული ჩვენგანისთვის. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში რათა ყველამ ერთად მოვერიოთ კორონა ვირუსს“ – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად