გიორგი ბოტკოველი: არ ვაპირებთ დათმობაზე წასვლას, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

„ჩვენი მზაობა ცნობილია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ფასილიტატორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მთავარი მოთხოვნა რჩება მთავარ მოთხოვნად – ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

“ჩვენ ოპოზიციური ერთობის ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას, კონსულტაციებს როგორც ფასილიტატორებთან და მზად ვართ, გავაგრძელოთ ხელისუფლებასთან, თუ მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე იქნება საუბარი. როგორც ჩანს, დღევანდელი უმრავლესობის წევრებს ჰგონიათ, რომ ჩვენც მათსავით ვუდგებით ამ საკითხს. მათთვის მთავარია მხოლოდ და მხოლოდ რბილი სკამი და პარლამენტში ჯდომა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ქვეყანა და მისი განვითარება. არ ვაპირებთ არანაირ დათმობაზე წასვლას, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ საქართველოში არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად