გიორგი ბარამიძე ზუგდიდის მოვლენებზე: შეიძლებოდა ღამის ხედვის დრონის გამოყენება ან ჩანთაში ე.წ. ჟუჩოკის ჩადება

“რომელი გამოძიება დასრულდა ამ ქვეყანაში”, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე “ტვ პირველის” კითხვას იმაზე, რომ ზუგდიდის სპეცოპერაციის დროს ყველაფერი დამთავრდა მშვიდობინად და ახლა მიმდინარეობს გამოძიება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ამ ვითარებას იყენებს და თავად რას გააკეთებდნენ ხელისუფლებაში რომ იყვნენ. 

“მინისტრმაც კი არ ის ხრიკები, რაც იციან თავად სპეცრაზმელებმა. იმიტომ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ტექნიკა, ამას როგორ აკეთებ, არ ვიცი. 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა კი მაქვს მიღებული, მაგრამ სპეცრაზმელი მე არ ვარ და დეტალები არ ვიცი. ჩანთაშიც შეიძლებოდა ე.წ. ჟუჩოკის ჩადება. ან დრონის გამოყენება ისე, რომ ვერ დაინახოს, თან ღამით ხდებოდა და შეიძლებოდა ღამის ხედვის ხელსაწყოთი. იმდენი მეთოდია, რომ შესაძლებელი იყო მისი გაკეთება. შენობაში რისკი მაღალი იყო და გრეთ რომ გამოვიდა, მერე შეიძლებოდა. ამ რეკომენდაციას მინისტრს აძლევს სპეცრაზმელი და სპეციალისტები, რომ ეს და ეს ვარიანტი გვაქვსო, მაგრამ მერე მინისტრი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად