გიორგი ბარამიძე: ვინც ირაკლი ფანგანს და მის დამცველებს ამუნათებს, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, ბათუმში, ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს ფეისბუქში ეხმიანება

ბარამიძე წერს, რომ მისთვის მიუღებელია იმ პოლიტიკოსების, ექსპერტების, მკვლევარებისა და კომენტატორების პოზიცია, რომლებიც ირაკლი ფანგანსა და მის დამცველებს „ამუნათებენ“.

„ბათუმის ინციდენტზე ირაკლი ფანგანი დააკავეს.
ყველაზე ცუდად და მიუღებლად (სხვა მწვავე ეპითეტს არ გამოვიყენებ) ის კომენტატორები, განსაკუთრებით პოლიტიკოსები იქცევიან, ვისაც ესმის, რომ მართლა სასტიკ, დაუნდობელ, პუტინისტურ რეჟიმთან გვაქვს საქმე და კარგად ესმით რომ მხოლოდ ტელევიზიით (თუნდაც) ჭკვიანურად საუბრებით ან ქუჩაში “სვეცკად” და ნაზად (ვინმეს მხრიდან ბუმბული არ აუფრინდეს) გამოსვლით, ეს მართლა მკვლელების რეჟიმი, არაფერს, არც ხელისუფლებას და არც თუნდაც ნორმალურ ვადამდელ არჩევნებს არ დათმობს და ამავდროულად ირაკლისნაერ გულანთებულ (თუნდაც ზედმეტად რადიკალურს, მაგრამ მშვიდობიანს) რეჟიმთან მებრძოლ ახალგაზრდა ადამიანის და მის დამცველებს დაგმობს.
ამ დაკავების შემდეგ ხვდებიან თუ არა, რომ მისი დაპატიმრება მათ კისერზედაცაა და ამის შემდეგ რა პირით უნდა შეხედონ თვალებში ჩვენს მებრძოლი ადამიანთა დიდ გუნდს?
როგორ უნდა ამოიღონ ასეთებმა მორალისტებმა ხმა, რომ რეჟიმი მოსაცილებელია და უნდა მათ შორის ქუჩაში გამოსვლით და მართლა მშვიდობიანი, მაგრამ რადიკალური ბრძოლით ვაიძულოთ რეჟიმი დათმობებზე წავიდეს?
თუ ფიქრბენ რომ მარტო ტელევიზორში საუბრებით წავა ეს რეჟიმი?
ან ერთი გესმის და მიდიხარ ბრძოლაში, ან თუ ეს გესმის და მაინც ირაკლის და მის დამცველებს ამუნათებ, რბილად რომ ვთქვა, არაკეთილსინდისიერად იქცევი და პოლიტიკაში არაფერი გესაქმება. იყავით ფანტაზიებით თუ ოცნებებით სავსე ექსპერტები, მკვლევარები და კომენტატორები. -წერს, გიორგი ბარამიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად