გიორგი ბარამიძე: ვაშაძე არჩევნების შემდეგ პარტიაში არ გამოჩენილა, ნათელი იყო, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა

გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა ამ ფორმით ჩემთვის მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

“მოულოდნელი იყო, რომ ის ამას იტყოდა და ასეთი ფორმით წავიდოდა, თორემ მის თავს რაღაცა ხდებოდა ნათელი იყო. იმიტომ, რომ არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად არ გამოჩენილა პარტიაში. ბოლოს ის ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დადიოდა კონსულტაციებზე. გაღიზიანებული იყო, იმიტომ რომ ჟურნალისტებს წესიერად არ ეკონტაქტებოდა. ბოლო კონსულტაციაზე საერთოდ არ გამოჩნდა ჟურნალისტებთან და უკანა კარიდან გავიდა”, – თქვა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. მან მიზეზად დაასახელა ის, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის არჩეულ ტაქტიკას და თქვა, რომ ის ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც თითქოს კარგა ხანია წარსულს ჩააბარეს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...