გიორგი ბარამიძე: თუ პროკურატურა იძახის არ მჭირდება პატიმრობაო, მოხსნან, გირაო გადახდილი აქვს მელიას და დარჩება სტატუს-კვო

თუ პროკურატურა იძახის არ მჭირდება პატიმრობაო, მოხსნან, გირაო გადახდილი აქვს მელიას და დარჩება სტატუს-კვო, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

“რაც შეეხება გაზრდილ გირაოს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი გირაო გადახდილი აქვს ნიკა მელიას, რასაც ითხოვდა პროკურატურა. გაზრდილი გირაო ისედაც გააუქმა სასამართლომ, როდესაც პატიმრობით შეცვალა. ამიტომ გაზრდილი გირაოს მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. პროკურატურა იძახის, რომ არ მჭირდება პატიმრობაო, მაშინ თუ არ სჭირდებათ მოხსნან, გირაო გადახდილი აქვს და დარჩება სტატუს-კვო. თუ ეს არ არის გათვლილი “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე, რომ აჩვენონ ჩვენ რა მაგრები ვართ, რომ აი მაინც ხომ გავიტანეთ ჩვენი”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...