გიორგი ბარამიძე: თუ ხელისუფლების შენარჩუნებას გაყალბების მეთოდით შეეცდებიან, ეს საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ ტვ „პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიება არ მოხდება.

„უნდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, ხელისუფლებას ჩაბღაუჭებულებმა ისეთი რამე არ ჩაიდინონ, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. დესტაბილიზაციას გამოიწვევს არჩევნების ნებისმიერი გზით გაყალბება. თუ ხელისუფლების შენარჩუნებას გაყალბების მეთოდით შეეცდებიან, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს. არავის არ გვინდა ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. უნდა იცოდნენ მათზე შურისძიებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად