გიორგი ბარამიძე: თსუ რექტორის არჩევნების პროცესი მთლიანად დაგეგმილია სამთავრობო წრეების მიერ

თსუ-ს რექტორის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა რექტორობის ერთერთმა კანდიდატმა, პროფესორმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნების პროცესი პოლიტიზებულია და ამის გამო, პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.

“რექტორის არჩევნები არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული პროცესი, არის რადიკალურად პოლიტიზებული და ჩემი ღრმა რწმენით, ეს პროცესი მთლიანად დაგეგმილია სამთავრობო წრეების მიერ და არის მათ ინტერესებში აბსოლუტურად. იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე არის მხილებული აკადემიურ ქურდობაში“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

ვინ დაიკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა,  აკადემიური საბჭოს კენჭისყრის შედგად გახდება ცნობილი, რომლის გამართვა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 აგვისტოს რექტორს აირჩევს. კანდიდატებთან გასაუბრება zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება, არჩევნების შედეგები კი ძალაში 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის თარიღიდან შევა.

რექტორობის კანდიდატები არიან:

  • მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე;
  • პროფესორი გიორგი ბარამიძე;
  • პროფესორი ცირა ბარამიძე.

რექტორობის კანდიდატებს საზოგადოებისთვის უნივერსიტეტის განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება მოუწიათ, რომლებიც თსუ-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა 2020 წლის 21 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოფიციალურად დადასტურდა თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად