გიორგი ბარამიძე: თითქოს ნიკა მელიას დასაკავებლად მოვიდნენ, მაგრამ გაძარცვეს ჩვენი ოფისი

თითქოს ნიკა მელიას დასაკავებლად მოვიდნენ, მაგრამ გაძარცვეს ჩვენი ოფისი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენი გეგმა და სტრატეგია, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდით არის იგივე. იმის მიუხედავად, რომ “ნაცმოძრაობის” ოფისზე განხორციელდა შტურმი და ბარბაროსული თავდასხმა. რომელიც განხორციელდა კანონისა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევით. გამოიყენეს ჩვენთვის უცნობი გაზი, ისეთი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აგდებდა ადამიანებს და ეს კადრებიც იხილა ჩვენმა საზოგადოებამ. გაძარცვეს ჩვენი ოფისი, თითქოს ნიკა მელიას დასაკავებლად მოვიდნენ, მაგრამ თან გაიყოლეს ჩვენი ქონება. სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩვენი პოლიცია ენერგეტიკულ და გამაგრილებელ სასმელებს თუ მოიპარავდა და ამ დონეზე დაეცემოდა, ნამდვილად არ გვეგონა. ესეც ამ რეჟიმის სახეა, როგორ დაადეგრადირა ჩვენი პოლიცია ამ რეჟიმმა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...