გიორგი ბარამიძე: შეიძლება ისე გადარიოს “ოცნებამ” ხალხი, რომ მართლა მოიგოს არჩევნები “ნაცმოძრაობამ” 50%+1 ხმით

შეიძლება ისე გადარიოს “ოცნებამ” ხალხი, რომ მართლა მოიგოს არჩევნები “ნაცმოძრაობამ” 50%+1 ხმით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კოალიცია არ უნდათო არა მარტო უტიფარი მატყუარები არიან, არამედ შეიძლება სულელებიც არიან, მაგრამ უნდათ, რომ გაასულელონ ხალხი. “ნაციონალური მოძრაობა” ოთხპარტიანი ბლოკით მივდივართ პარლამენტში. ჩვენ რომ 50%+1 ხმა მივიღოთ, ერთი პარტია მაინც არ იქნება, ოთხი პარტია ვიქნებით. ალბათობა ისეთიც არის, ასეთიც არის. გააჩნია, რას იზამენ ეს ნაძირლები. შეიძლება ისე გადარიონ ხალხი, რომ მართლა მოიგოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” 50%+1 ხმით. იმიტომ, რომ უკვე ეს ღალატი ჩაიდინა “ოცნებამ” რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით წამოიწყეს. თუ იმასაც გაიხსენებენ, რომ საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს, საერთოდ წაილეკებიან”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად