A1 ბანერი

გიორგი ბარამიძე: “სანამ კონფრონტაცია არ მორჩება, მანამდე ქვეყანა ვერ ამოისუნთქებს”

"სანამ ეს(ნაციონალურ მოძრაობასთან – რედ.) კონფრონტაცია არ მორჩება, მანამდე ქვეყანა ვერ ამოისუნთქებს",-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, გარკვეულწილად ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაპატიმრებას და წევრების დევნას უკავშირდება.

"დღევანდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. მთავრობის ამ არასწორმა მდგომარეობამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. ამ კონფრონტაციის ატმოსფერომ შექმნა ყველაზე ცუდი ვითარება ეკონომიკისთვის. სანამ ეს კონფრონტაცია არ მორჩება, მანამდე ქვეყანა ვერ ამოისუნთქებს. ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი გეგმა, რომ მოხდეს გადასახადების შემცირება და ა.შ. მაგრამ მთავრობა ყურს არ უგდებს ჩვენს რჩევებს, სასარგებლო რჩევებს ქვეყნის ეკონომიკისთვის. სწორედ ამიტომ, 21 მარტს გამოვა ხალხი!",-განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე ფინანსთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობის საკითხებზე მოუსმინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...