გიორგი ბარამიძე: სალომე სამადიშვილმა განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენს “ნაცმოძრაობას”

ბევრი ენმ წევრი და მხარდამჭერი გვეკითხება, სალომე სამადაშვილი ახლა ვისი სახელით დგას ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში?
მინდა გარკვევით ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა (ქალბატონმა სამადაშვილმა თვითონაც განმარტა) რომ იგი არ წარმოადგენს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას რაც აქვს ენმ პოლიტიკურ საბჭოსა და წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს. – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე, სალომე სამადაშვილი მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ 5 პუნქტიან დოკუმენტზე ხელმოწერაზე.

სადაც ეს ხალხი, ვინც იქ დგას, შედის ის არაა საქართველოს პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას, არამედ ეს ორგანო არის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ, გაყალბებისა და ძალადობის გზით, ხელისუფლების უზურპაციის ინსტრუმენტი.
სანამ პოლიტპატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) არ განთავისუფლდებიან, სანამ პოლიტიკური დევნა არ შეწყდება (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ავთო წერეთელი და სხვები) პოლიტიკოსებისა და მედია მფლობელების მიმართ, სანამ არ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, რმლის პირობებში არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების საფუძვლიანი იმედი შეიძლება გვქონდეს, მანამ ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა უზურპატორი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება.
და ზუსტად ვიცი, ამ რთულ ბრძოლას, ქართველი ხალხის ნებითა და აქტიურობით, აუცილებლად მოვიგებთ.” – წერს გიორგი ბარამიძე “ფეისბუქზე”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...