გიორგი ბარამიძე: სალომე სამადაშვილი დოკუმენტზე ხელმოწერით პარტიას გაემიჯნა

“მიმაჩნია, რომ თვითონ გაემიჯნა პარტიას. პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ და მან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე, სალომე სამადაშვილი მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ 5 პუნქტიან დოკუმენტზე ხელმოწერაზე “ღამი კურიერთან” განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ სალომე სამადაშვილის პოზიციას იზიარებენ რომან გოცირიძე და თინა ბოკუჩავა, ბარამიძემ პასუხობს:

“ამას თვითონ დააფიქსირებს ნებისმიერი პიროვნება, რომელიც არჩევნების გაყალბების მიუხედავად დღეს იურიდიულად ითვლება პარლამენტის წევრად, მაგრამ მათ უარი აქვთ ნათქვამი პარლამენტის წევრობაზე,” – განაცხადა ბარამიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

“საქართველო დღეს ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...