გიორგი ბარამიძე “მოქალაქეებზე”: ეს ორი საცოდავი ადამიანი მონების მონები არიან

“ეს ორი საცოდავი ადამიანი, ვინც არის ახლა პარლამენტში შესული, “ქართული ოცნების” პრესსამსახურის რიგით თანამშრომლებად არიან წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკურ არენაზე”, – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე “მოქალაქეების” ოპოზიციისადმი მოწოდებას პარლამენტში იმისთვის მაინც შევიდნენ, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მათ ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

“უკვე კარგა ხანია ახმოვანებენ “ქართული ოცნების” გზავნილებს და მის საქმეს აკეთებენ. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვითომ რაღაცა კომისიის შექმნის გამო არ შევედით პარლამენტში, რომელმაც ვითომ რაღაცა უნდა გამოიძიოს და ახლა ვითომ ამასთან დაკავშირებით უნდა შევიდეთ?!

მართლა საცოდავი შესახედავები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ასე მონურად ემსახურებიან მონებს. მონების მონები არიან და მათი აზრების გამხმოვანებლები. რაზე ვლაპარაკობთ? ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ეს პარლამენტი არ არის, ეს არის გავრილოვების თავყრილობა. კრიზისის განსამუხტად საჭიროა ვადამდელი არჩევნები და ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვინ ხელისუფლებაში უნდა იყოს და ვინ – ოპოზიციაში. მორჩა, ამაზე უკეთესი არავის მოუფიქრებია”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...