გიორგი ბარამიძე: მე რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი, ნიკა მელიას ეგრევე ან მეორე დღეს დავაკავებდი

მე რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი, ნიკა მელიას ეგრევე ან მეორე დღეს დავაკავებდი, რადგან დასაკავებელი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, ნიკა მელიას ეუბნებიან, შენ ხარ სახელმწიფო გადამტრიალებელი, რადგან თქვი, რომ პარლამენტის ეზოში შევიდეთ, შეიძლება ეს ცუდია, მაგრამ ამით სახელმწიფო გადატრიალება არ ხდება, ეს არის აბსურდი.

„ძალიან ადვილად შეგვიძლია განვსაზღვროთ რა ნაბიჯი გადაიდგა გახარიას წასვლის შემდეგ ღარიბაშვილის დანიშვნით, ის არის ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა. ადამიანი, რომელიც თავდაცვის მინისტრობის დროს რუსეთს და ოკუპანტს არ ახსენებდა, ამბობს, რომ მტერი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა მაინც ვუტიროთ „ნაცებს“ დედა, ეს ვითარება შეიქმნა ქვეყანაში. სიტუაციას ძაბავს პრობლემის ძირი. ნიკა მელიას ეუბნებიან, რომ შენ ხარ სახელმწიფო გადამტრიალებელი, რადგან თქვი, რომ პარლამენტის ეზოში შევიდეთ, შეიძლება ეს ცუდია, მაგრამ ამით სახელმწიფო გადატრიალება არ ხდება, ეს არის აბსურდი. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს წყება ნაბიჯებისა, როცა ხელისუფლება იყენებს კანონს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ერთადერთი ადამიანია ნიკა მელია, ვისაც გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე გაუკეთეს სამაჯური“, – განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად