გიორგი ბარამიძე: ირაკლი კობახიძემ ბევრი ისწავლა, მაგრამ, დემოკრატიული პრინციპების ანა-ბანაც კი ვერ ისწავლა

ამბობდა აი, ნახავთ ესენი შემოვლენო, ახლა ამბობს, რომ არ გვინდა რომ შემოვიდნენო. ყველა შემთხვევაში ეს იმას ადასტურებს, რომ ამ ადამინმა ბევრი კი ისწავლა, მათ შორის საზღვარგარეთაც, მაგრამ, დემოკრატიული პრინციპების ანა-ბანაც კი ივერ ისწავლა. – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

“როდესაც ადამიანი ხელისუფლებაშია, მითუმეტეს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, ასეც რომ ფიქრობდეს, მაინც უნდა აცნობიერებდეს, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალის ლიდერი ასეთ რაღაცას არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ მას უნდა მთავარი ოპოზციური პარტია პარლამენტში არ იყოს” – განაცხადა გიორგი ბარამიძე “ტვპირველთან”.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ხელოვნური კრიზისი დაძლეულია – ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, მნიშვნელობა აღარ აქვს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...