გიორგი ბარამიძე: გრიგოლ ვაშაძე ცუდად წავიდა, მაგრამ მადლობელი ვარ მისი, რაც პარტიისთვის გააკეთა

მინდა აქვე ვთქვა, რომ ნამდვილად კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანია. რასაც აქამდე ვამბობდი, ისევ იგივე აზრზე ვარ მის შესახებ, მადლობელი ვარ, რაც პარტიისთვის გააკეთა აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ ის ცუდად წავიდა და არასწორი რაღაცები თქვა პარტიასთან მიმართებით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმაგიორგი ბარამიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის შესახებ განაცხადა.

“მინდა აქვე ვთქვა, რომ ნამდვილად კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანია. რასაც აქამდე ვამბობდი, ისევ იგივე აზრზე ვარ მის შესახებ, მადლობელი ვარ, რაც პარტიისთვის გააკეთა აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ ის ცუდად წავიდა და არასწორი რაღაცები თქვა პარტიასთან მიმართებით. ჩემი აზრით მან ტყუილი თქვა, როდესაც ის ამბობს, რომ კონსულტაციების გარეშე მიიღებოდა გადაწყვეტილებები. სჯობდა, გულწრფელად ეთქვა, რომ ის არ ეთანხმება პარტიის გენერალურ ხაზს. ეს არ არის პარტიის მხოლოდ ლიდერების გადაწყვეტილება, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება, რომ გაყალბებულ პარლამენტში არ შევიდეთ – ელემენტარულად მორალურ-ზნეობრივი გადაწყვეტილებაა.

ხალხმა ოპოზიციას დააკისრა ხელისუფლების როლი და ეს გაყალბებული არჩევნებითაც კი გამოიკვეთა, 52% აქვს ოპოზიციას ერთად. ამ ვითარებაში, როდესაც მაინც უმრავლესობა რჩება ხელისუფლებას, ასეთ არჩევნებში მონაწილეობა დანაშაულიც კი არის. აქედან გამომდინარე ეს არ ყოფილა ჩვენი პარტიის რამდენიმე ლიდერის გადაწყვეტილება. კაცმა მოიტყუა, არ მოსულა პარტიაში”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...