გიორგი ბარამიძე: დიახ, სააკაშვილი არჩევნებამდე ჩამოვა, მას ეს ასე მკაფიოდ აქამდე არასდროს უთქვამს

დიახ, სააკაშვილი არჩევნებამდე ჩამოვა, მას ეს ასე მკაფიოდ აქამდე არასდროს უთქვამს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განაცხადა “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემაში “ღამის კურიერი”.

“მიხეილ სააკაშვილს ასე მკაფიოდ და კონკრეტულად ვადების მითითებით არასდროს უთქვამს ამის თაობაზე. მან ეს დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა. არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ დავიჯერო”, – თქვა ბარამიძემ.

კითხვაზე, სჯერა, რომ პირობას ამჯერად შეასრულებს? – პასუხობს, რომ “ამჯერად კი არა, როდესაც ამბობს მიშა, ყოველთვის ასრულებს”.

“ბევრი განცხადება გვახსოვს, მაგრამ კონკრეტული თარიღის მითითებით არასდროს არ ყოფილა. როდესაც არჩევნები დამთავრდა, მან არ გადადგა ის ნაბიჯი, რასაც შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეტანა. ახლა დაბეჯითებით ამბობს ამას და ბუნებრივა, რომ მე მისი, როგორც საღად მოაზროვნე ადამიანის მჯერა.

სექტემბრამდე იქნება, თუ აგვისტომდე, ამას თავად განსაზღვრავს. დიახ, არჩევნებამდე ჩამოვა”, – თქვა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩამოვა.

კომენტარები
იტვირთება...