გიორგი ბარამიძე: ჩვენი ინფორმაციით, ახალი რუკა ქართველი წარმოშობის რუსი ოლიგარქისგან მოვიდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლება პროკურატურას არჩევნების წინ პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

როგორც გიორგი ბარამიძემ “დღის კურიერში” განაცხადა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაშიფრა სქემა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება იგეგმებოდა. 

“ადამიანი, ვერავისზე თავს ვერ დადებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, ბატონი ივერი ჰქვია მგონი, რომელიც დღესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია, იმ კაცის თვალებზე ცრემლები, როდესაც კომენტარს აძლევდა ტელევიზიას, თითქოსდა მან, რაღაც ღალატი ჩაიდინა. მე ვერავისზე თავს ვერ დავდებ ბუნებრივია, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი ღვთის პირიდან გადავარდნილია, ასეთი რაღაც გაეკეთებინა.

თუ რამე გამოსაძიებელია გამოიძიონ. პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯომარე რატომ კომენტირებენ ამ საქმეს? ჩვენ ეს სქემა გავშიფრეთ, უნდოდათ რომ ამ საქმით რაღაცნაირად მიხეილ სააკაშვილამდე და წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ.

მილიონი საქმეა პროკურატურაში გამოსაძიებელი და გამოიძიონ, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარებს არ აკეთებს არჩევნებიდან სამი კვირით ადრე.

ჩვენი ინფრომაციით, ახალი რუკა ქართველი წარმოშობის რუსი ოლიგარქისგან მოვიდა, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანიის სისტემაში მუშაობს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სქემა გავშიფრეთ, რომ რამენაირად, რომ ჯერ ექსპერტები დაედანაშაულებინათ და შემდეგ ამაზე ზეწოლის გზით, მისულიყვნენ სააკაშვილამდე.

ჩვენ ვწუხვართ იმაზე, რომ პროკურატურა ინტრუმენტად არის გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის დროს, არჩევნების წინ,”-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ,  გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში ორი პირი, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად