გიორგი ბარამიძე: ჩვენი ბრძოლა იყო, არის და იქნება მშვიდობიანი!

“ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას. მე ამაზე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი და დღესაც მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა: ჩვენი ბრძოლა იყო მშვიდობიანი, არის მშვიდობიანი და ჩვენი ბრძოლა იქნება მშვიდობიანი. ეს არის ფორმულა.

მეორე, ჩვენი ბრძოლა იქნება არაძალადობრივი, მაგრამ გამოვიყენებთ კონსტიტუციით მინიჭებულ ყველა უფლებას და ყველა საშუალებას. იქნება ეს სასამართლოში წასვლას, ტელევიზიებში სტუდიაში მოსვლა, პრესკონფერენციები, ქუჩაში გამოსვლა, მანიფესტაცია, ფლეშმობი თუ დროშების ფრიალი.

მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და მერე თავდაცვის მინისტრი. ვამაყობთ, რომ შევქმენით ამ სახელმწიფოს თანამედროვე ინსტიტუტები. ძალიან საწყენია, რომ ჩვენზე ლაპარაკობენ, რომ ჩვენ გვინდა ამ სახელმწიფოს დესტაბილიზაცია. ჩვენ ამ საჩუქარს არ მივცემთ ივანიშვილს და არ მივცემთ პუტინს. დესტაბილიზაცია პუტინს უნდა და ჩვენ ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ გავაკეთებთ, რაც პუტინს უნდა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...