გიორგი ბარამიძე: ჩემი ვარაუდი, რომ ვაშაძის ნდობა არ შეიძლებოდა გამართლდა, ის “ოცნების” ამოცანების გამხმოვანებელია

იყო ერთ-ერთი, რომელმაც ოპოზიციური ერთიანობა დაარღვია. ჩვენს ზურგს უკან, როდესაც ელაპარაკები პარტნიორებს და ეუბნები, რომ “ქართველებს ზარბაზნები არ აქვს”

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგენისას ის ელაპარაკებოდა პარტნიორებს “ნაცმოძრაობის” ზურგს უკან, რომ ისეთი დოკუმენტი მიეღოთ, რაც “ოცნებისთვის” მისაღები იყო და მას ოპოზიცია დათანხმდებოდა.

“ძალიან ვწუხვარ, რომ გამართლდა ჩემი ვარაუდები ამ ადამიანთან [გიორგი ვაშაძე] მიმართებაში, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. მან თავისი თავი კარგად წარმოაჩინა. ეს არის არშემდგარი, ხელმოაცრული – პრემიერობაზე იქაჩებოდა კაცი, რომელმაც 3%-იც ვერ მიიღო არჩევნებზე. ის ჩამოყალიბდა “ქართული ოცნების” სტრატეგიული ამოცანების გამხმოვანებლად.

კი, რაღაცებს ლაპარაკობს, რაც მტკივნეულია “ოცნებისთვის”, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებში ლაპარაკობს ზუსტად იგივეს რასაც “ოცნება”. ეს დავინახეთ ბოლო თვეებში. ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც ოპოზიციური ერთიანობა დაარღვია. ჩვენს ზურგს უკან, როდესაც ელაპარაკები პარტნიორებს და ეუბნები, რომ “ქართველებს ზარბაზნები არ აქვს” და ეუბნები, რომ არა უშავს, ისეთი დოკუმენტი გავაკეთოთ, რომელიც მისაღები იქნება “ქართული ოცნებისთვისო”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ თქვა: სააკაშვილის რევანშისტული რიტორიკა წამგებიანია, მას წარსულის უკან დაბრუნება უნდა

 

კომენტარები
იტვირთება...